saqarTvelos tbebi - yelis tba

მდებარეობა ახალგორის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 42°28`47` ჩ. გ. 44°18`54` ა. გ.
ფართობი 1.28 კმ²
მოცულობა 31.6 კმ³
საშუალო სიღრმე 24.7 მ
მაქსიმალური სიღრმე 63 მ

 

ტბა ვულკანურ ზეგანზე, ახალგორის მუნიციპალიტეტში. ზღვის დონიდან 2914 მ. სარკის ფართობი 1,28 კმ², უდიდესი სიღრმე 63 მ, საშუალო სიღრმე 24,7 მ, წყლის მოცულობა 31,6 მლნ მ³. წყალშემკრები აუზის ფართობი 7,8 კმ². მერიდიანულად გადაჭიმული ტბის ქვაბული შექმნილია დიდი მყინვარული ცირკის ლავური ნაკადის შეგუბებით, რომელიც შემდეგში მყინვარმა გადაამუშავა. ტბა საზრდოობს თოვლის, მიწისქვეშა და წვიმის წყლით. მაქსიმალური დონე ივნისშია, მინიმალური - თებერვალში. ტბიდან გამოედინება მდინარე ქსანი. ტბა 7-8 თვე ყინულითაა დაფარული. წყალი მტკნარია. თევზი არ არის.

ტბა და მისი მიდამოები პერსპექტიულია ტურიზმისათვის.